სახმელეთო გადაზიდვა
სახმელეთო გადაზიდვებს ლოჯისტიკაში წამყვანი პოზიცია უკავია. ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია, ამ სერვისის აქტუალურობა რამოდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული:
– მოკლე დისტანციაზე გადაზიდვის შემთხვევაში სახმელეთო ტრანსპორტი გვაძლევს საშუალებას შევამციროთ ტრანსპორტირების ხარჯები
– სატვირთო ავტომობილების საშუალებით შესაძლებელია 24 საათიანი მიწოდების სერვისი, რადგან ისინი არ არიან დამოკიდებული აეროპორტის, რკინიგზისა თუ პორტის განრიგებზე. სატვირთო ავტომობილის შესაძლებობები საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ მოქნილი მარშრუტები და ვაკონტროლოთ ტვირთი გადაზიდვის ნებისმიერ ეტაპზე. მათი საშუალებით ხდება დიდი და მცირე მოცულობის ტვირთების გადაზიდვა, იქნება ეს რეჟიმიანი, ურეჟიმო, სახიფათო თუ არაგაბარიტული ტვირთები. სანდო ჯგუფი მომხარებელს სთავაზობს როგორც შიდა ისე საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვებს.
დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს
ხშირად დასმული კითხვები
ტვირთის გამგზავნი არის პირი, რომლის საკუთრებაშიც გახლავთ ესა თუ ის ტვირთი, ხოლო ტვირთის მიმღები არის პირი, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს ესა თუ ის ტვირთი.
დიახ, თქვენი ტვირთი საჭიროებს შეფუთვას და/ან პალეტიზირებას, რაზეც პასუხისმგებელი არის ტვირთის გამგზავნი. ტვირთის შეფუთვა შესაძლოა იყოს შემდეგი სახის: თერმო საიზოლაციო ლენტში გახვეული, გოფრირებული, პალეტიზირებული, ღვედით ან დამჭერებით შეკრული/დამაგრებული.
ჩვენ ყველანაირად ვეცდებით დროულად ავიღოთ თქვენი ტვირთი მისამართზე, იმისათვის რომ თქვენთვის სასურველ დროს შეძლოთ მისი მიღება.
დაგვირეკეთ ნომერზე +995 558 56 35 34 ან მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: sales@sando.group
როგორც წესი, შემოთავაზებული ტარიფები უცვლელი რჩება. თუმცა თუ თქვენ განახორციელებთ რაიმე სახის ცვლილებას ტვირთთან მიმართებაში მას შემდეგ რაც მიიღებთ ჩვენს ტარიფს, შესაძლებელია ტარიფიც შეიცვალოს.
ტვირთის ყოველი წარმატებული გადაზიდვის შემდეგ, ჩვენი კომპანიისაგან გამოგეგზავნებათ ტრანსპორტირების ინვოისი, რის მიხედვითაც გადაიხდით შესაბამის თანხას ინვოისში მითითებულ ანგარიშის ნომერზე, რის შემდეგაც გამოგვიგზავნით საგადახდო დავალებას.
სტანდარტული პალეტის ზომა არის 1200 მმ x 1000 მმ. ევრო პალეტის ზომა გახლავთ 1200 მმ x 800 მმ